კიევში საჰაერო განგაშის დროს აფეთქებების ხმები ისმოდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი პოპკოს თქმით, კიევში მუშაობს საჰაერო თავდაცვა.
ამავე დროს რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში, სვიატოშინის რაიონში დაიწვა ავტომობილები. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
„ქალაქში აფეთქებებია! დეტალები მოგვიანებით. არ დატოვოთ თავშესაფრები. სვიატოშინის რაიონში იწვის მანქანები“, - განაცხადა კლიჩკომ.
მისივე თქმით, საგანგებო სამსახურები გამოიძახეს სოლომენსკის რაიონშიც.