თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, თუ აშშ-ის კონგრესი უარს იტყვის უკრაინის შემდგომ დახმარებაზე, ამას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
„პრეზიდენტი {ჯო ბაიდენი} ხვდება, რომ სხვა ქვეყნები თვალს ადევნებენ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“.
მაგრამ ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ასევე ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორ ვმოქმედებთ ჩვენ, რადგან აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია“, - განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, აშკარაა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც და ჩინეთის ლიდერიც სი ძინპინიც ამას ყურადღებით აკვირდებიან
{უკრაინისთვის დახმარების გაწევას}.
შეკითხვაზე, რა მოხდება, თუ კონგრესი უარს იტყვის უკრაინის შემდგომ დახმარებაზე, კირგიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის ხელმძღვანელობა შეფერხდება, რის გამოც ზოგიერთი ქვეყანაც ასევე გადახედავს თავის წვლილს {უკრაინის დახმარებაში}.
"და ამას შესაძლოა, მოჰყვეს პოტენციურად კატასტროფული შედეგები უკრაინისთვის", - განაცხადა კირბიმ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში გასულ კვირას სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერებს, დაზვერვის, შეიარაღებული ძალების, საფინანსო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მედიის ცნობით, მან კონგრესი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ უკრაინის დახმარების გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად თანხა ამოწურული აქვს და კონგრესში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებს უკრაინისთვის კიდევ 61 მილიარდ დოლარზე მეტის მიღებას. რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას.