რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ იორკში ჩავიდა, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ლავროვი ნიუ იორკს 22-დან 24 იანვრამდე ეწვეოდა და მონაწილეობას მიიღებდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის საკითხებზე.
ამასთან, რუსული მედია აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია ორმხრივი შეხვედრებიც.