ერაყში, ამერიკულ აინ ალ-ასადის ავიაბაზაზე მძლავრი სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ავიაბაზის წინააღმდეგ, რომელსაც კოალიციის ძალები იყენებენ, სულ მცირე ათეული რაკეტა ისროლეს.
მსუბუქად დაშავდნენ ამერიკელი სამხედროები, ერაყის უსაფრთხოების ძალების ერთი წევრი კი მძიმედ არის დაჭრილი.
თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანული მედიის ცნობებით, ისრაელის შესაძლო თავდასხმის შედეგად, სირიაში ირანის დაზვერვის უფროსი და სამი სხვა სამხედრო პირი დაიღუპა.