საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას, გაზარდოს წარმოება, რადგან ევროპა ცდილობს გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინის მხარდასაჭერად. იუწყება Bild.
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტრანსფორმაცია, რომელიც დავიწყეთ, რათა უფრო სწრაფად ვუპასუხოთ უკრაინის საჭიროებებს რუსეთის წინააღმდეგ ომში. ვერ დავუშვებთ რუსეთმა იფიქროს, რომ გამარჯვებს", - თქვა მაკრონმა სამხედროებისადმი მიმართვისას.
მაკრონის თქმით, „რუსეთის გამარჯვება ევროპის უსაფრთხოების დასასრულს ნიშნავს“. მისი თქმით, თავდაცვის საწარმოებში მოსალოდნელია წარმოების დაჩქარება და მოცულობის ზრდა, ასევე სიახლეების დანერგვა.
”ჩვენ აღარასდროს უნდა ვიყოთ კმაყოფილი წარმოების ვადებით, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება,” - თქვა მან.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი დაპირდა კიევს მილიონი ჭურვის მიწოდებას 2024 წლის დასაწყისისთვის, მაგრამ ევროპარლამენტის მონაცემებით, უკრაინას ჯერ მხოლოდ მხოლოდ 300 ათასი გადაეცა.