იქნებ, გადალახონ საარჩევნო ბარიერი, რადგან უკვე კომპლექსი მაქვს – საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, უკვე კანდიდატის სტატუსი გვაქვს და ამ ეტაპზე არ შეიძლება რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვქონდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, არანაირი ახალი ძალა ოპოზიციაში არ იქმნება.
„იქნებ, გადალახონ საარჩევნო ბარიერი, რადგან უკვე კომპლექსი მაქვს – საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, უკვე კანდიდატის სტატუსი გვაქვს და ამ ეტაპზე არ შეიძლება რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვქონდეს. როგორ გადალახავენ ბარიერს, როცა ახალ სახეებად – მელიას, გვარამიას და ჩახდილებს ასაღებენ? ახალი პიარის წამოწყების მცდელობა აქვთ, რომ თითქოს მელია, გვარამია და დანარჩენი “ჩახდილები“ თავისი ჭკუით ერთიანდებიან. უნდათ საზოგადოებას უთხრან, რომ ვითომ ახალი ძალა არიან – ვინ არის ახალი ძალა? გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი იყო. სწორედ ის დირიჟორობდა, ის მართავდა და მგონი, მესიჯებსაც ის უწერდა, მაგრამ არ გამოუვიდა, ჩაფლავდა. „ენვერის“ ავტორი და შემოქმედი ახლა არის ე.წ. ახალი სახე? ფანჩატურის მფლობელი შალვაც დაჭერილი ყავს, მერე გადაიბირეს და გამოუშვეს. ახალი სახეა პუფი? – პარლამენტში არ შემოვალო და შემდეგ შემოვიდა. მელიას ვგულისხმობ, რომელიც ხაბემ ჩამოაგდო, ახლა პრეტენზია აქვს, რომ რაღაც პოლიტოკური ძალა უნდა შექმნას. ასევე, არიან „ჩახდილები“, რომლებიც პირდაპირ რუსული ფილიალი არიან. ეს გაერთიანება ხალხს ვერ მოატყუებს, რომ ახალი სახეები არიან“, – განაცხადა ზარქუამ.