ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ნურც ის გაგიკვირდებათ, ვიღაც-ვიღაცები დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ სტატუსიო, ესეც იყო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი. ეს ასე იყო. რეალურად, ძალიან ბევრ რამეს ვაფუჭებთ ჩვენ თავად. ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე ცუდი რამ, გააკეთა ის, რომ მიიღო სტატუსი დაუმსახურებლად და ამით ამომრჩეველს აჩვენა, რომ მე შემიძლია, არაფერი გავაკეთო და სტატუსი მაინც მივიღო, ძალიან ცუდია, მაგრამ, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის ეს აუცილებელი იყო. რეალურად, ჩვენ რომ ამას არ ვიმსახურებთ, ფაქტია“, – განაცხადა გამყრელიძემ.