დღეს გავხდი კომპანია ,,ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ ,,წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის თავმჯდომარეც ვიქნები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწარალი გიორგი კეკელიძე წერს.
„დღეს გავხდი კომპანია ,,ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ ,,წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის თავმჯდომარეც ვიქნები - ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება“, - წერს გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, გიორგი კეკელიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. მას კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.