უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, საფრანგეთის ახალ მინისტრთან, სტეფან სეჟურნესთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვის საჭიროებები განიხილა.
„დღეს შევხვდი საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს სტეფან სეჟურნეს.
განვიხილეთ ჩვენი თავდაცვითი პრიორიტეტები: დრონების, არტილერიის ერთობლივი წარმოება, საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერება. ინფორმაცია მივაწოდე ინფორმაცია მშვიდობის ფორმულის მუშაობის შესახებ. მადლობელი ვარ საფრანგეთის, აქტიური მონაწილეობისთვის ამ გლობალურ სამუშაოში!
მადლობელი ვარ საფრანგეთის, ბრძოლის ველზე ჩვენი მეომრების მხარდაჭერისთვის, ჩვენი ხალხის დახმარებისთვის!“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი შედგა „სწორედ უკრაინაში და სწორედ ისეთ დროს, როდესაც რუსეთი მიმართავს სხვადასხვა ხერხს, რათა გაზარდოს უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების რაოდენობა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა!“ - თქვა ზელენსკიმ.