უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი 16 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას „ევროპეისკაა პრავდა“ ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ზელენსკი სიტყვით გამოვა პანელზე „უსაფრთხოების მიღწევა და თანამშრომლობა დანაწევრებულ სამყაროში“.
დისკუსიას შეუერთდებიან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი კლაუს შვააბი და აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბიორგე ბრენდე.
16 იანვარს, დავოსში გაიმართება პინჩუკის ფონდის პროექტის, Deciding Your Tomorrow-ის გახსნაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოფიციალური პირები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. როგორც მედია წერს, შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ღონისძიებაშიც მიიღოს მონაწილეობა.