აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იემენში „ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშების გამო აკრიტიკებს
"ბომბებს მთელ ახლო აღმოსავლეთში (სადაც მე „ისლამური სახელწიფო“ დავამარცხე!) ვყრით და ამ ოპერაციას აშშ-ს თავდაცვის მდივანი, რომელიც ხუთი დღეა დაკარგულია, საავადმყოფოს პალატიდან ლეპტოპით ხელმძღვანელობს", – წერს ტრამპი Truth Social პოსტში.
ამავე განცხადებაში აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს „ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის ქაოსური პროცესისა და აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე მიგრაციული კრიზისის შექმნის გამო“.
როგორც ცნობილია, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პირველ იანვარს საავადმყოფოში პროსტატის სიმსივნესთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაიყვანეს.
12 იანვარს იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა განახორციელეს. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებით, დარტყმები განხორციელდა თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან.
ამასთან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 13 იანვრის ღამეს იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სამიზნე ჰუსიტების სარადარო სისტემები იყო.