თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩევლის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ არ არის დაინტერესებული იემენში ომით.
მისივე თქმით, ვაშინგტონი კვლავ აფასებს ზარალის დონეს ღამით საჰაერო თავდასხმების შედეგად.
ამასთან, კირბი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ პრეზიდენტი ბაიდენი უსწრაფესად მიიღებს შემდგომ ზომებს, თუ ამბოხებული "ჰუსიტები" კვლავ განაგრძნობენ თავდასხმას წითელ ზღვაში კომერციულ რეისებზე.
თუმცა, მან თქვა, რომ აშშ "არ არის დაინტერესებული იემენში ომით ან რაიმე სახის კონფლიქტით".
კირბის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ აიცილოს კონფლიქტის ნებისმიერი ესკალაცია, მათ შორის წუხანდელი დარტყმები ამბოხებულთა სამხედრო ობიექტებზე.
12 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდების, კანადის, ავსტრალიისა და ბაჰრეინის მხარდაჭერით, მასიური თავდასხმები დაიწყეს იემენში "ჰუსიტთა" სამხედრო ობიექტებზე.