უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ჰუსიტების ტყვეობაში 4 უკრაინელი მეზღვაურია, მისი თქმით, უკრაინა იმუშავებს მათ დასაბრუნებლად.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვითარება წითელ ზღვაში, რადგან მან გავლენა მოახდინა უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამჟამად ჩვენი ოთხი მეზღვაური „ჰუსიტების“ ტყვეობაში იმყოფება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინა იმუშავებს თავისი მოქალაქეების ტყვეობიდან დაბრუნებისთვის.