საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 12 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.85 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6741 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.07 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9308 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 იანვარს ამოქმედდება.