შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის ხუთი მილიონი შვედური კრონა გამოყოს, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს.
შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე. გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თანხა გამოყოფილია პროექტებისთვის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კრიზისის მართვა, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გაზიარება.
ამასთან, შვედეთის მთავრობამ თანხმები გამოყო უკრაინისა და მოლდოვისთვისაც. უკრაინას 50 მილიონი შვედური კრონა გადაეცემა, ხოლო მოდლოვას – ხუთი მილიონი.