ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული გამარჯვება და გავიმარჯვებთ. დაგველოდეთ, ჩვენ გამარჯვებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილმა აღნიშნა რომ არჩევნებზე 55 პროცენტის აღებას აპირებენ.
„„ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების პლატფორმა“ არის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული გამარჯვება და გავიმარჯვებთ. ვიღაცებს ბევრი რამ არ ეგონათ, ბევრს ჭორაობდნენ და ბევრს ღლიცინებდნენ, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვა დგებოდა. ასე რომ, დაგველოდეთ, ჩვენ გამარჯვებისთვის ვემზადებით.
რაც შეეხება სხვა პარტიების გამსხვილებას, მხოლოდ მოვესალმები და ვისაც სჭირდება, შეგვიძლია, შევთავაზოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომ დავიცვათ მოქალაქეების ხმები, თუ არ სჭირდებათ, ღმერთმა გაუმარჯოთ. აგერ პოლიტიკური ველი და ხალხი, ესაუბრონ მათ. ვაპირებთ გამარჯვებას და ვაპირებთ, ავიღოთ არა ხუთი პროცენტი, არამედ 55. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.