აშშ-ს უკრაინისგან ომის წარმოების მკაფიო გეგმა სურს და როგორც მოსალოდნელია, სამხედრო სტრატეგიის საკითხს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, მომავალ კვირას დააყენებენ. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ამ თემაზე ზელენსკისთან საუბარი ექნება აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს.
წყაროს თქმით, ამერიკული მხარე ამ საკითხების განხიკლას უახლოეს კვირებში მელის.
კერძოდ, როგორც სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, აშშ-ში შეშფოთებული არიან ზელენსკისა და უკრაინის შეიარღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის შორს არსებული უთანხოების გმო, რაც ახალი სტრატეგიის შემუშავებას აფერხებს.
ამჟამად, უკარინელი სამხედროები ამზადებენ გეგმას 2024 წლისთვის და განიხილავენ ვარიანტების სრულ სპექტრს.
აშშ-ს სურს განსაზღვროს როგორ მიმართოს თავისი მხარდაჭერა, რათა უკეთესად დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი. მოკავშირეები ფიქრობენ, რომ მკაფიო სამხედრო სტრატეგიის შემუშავება გადამწყვეტია ამჟამინდელი პოზიციების დასაცავად და რუსეთის თავდაცვის ხაზების გასარღვევად.