ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "მთავარ არხთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა.
ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებით, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრეზიდენტობა სურდეს და სწორედ ეს იყოს მისი პოლიტიკაში შემობრუნების მიზეზი.
"პირველი, რაც ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ გავიფიქრე, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, იყო ის, რომ, შესაძლოა, მას სურდეს საქართველოს პრეზიდენტობა. ამიტომ საქართველოს დებიძინიზაციის ნაცვლად, შესაძლოა თქვენ მიიღოთ საქართველოს ორმაგი ბიძინიზაცია. ამას ალბათ ვნახავთ; მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი შეიცვალა და გახდება დემოკრატი ლიდერი. ანუ ლიდერი, რომელსაც ესმის, როგორ მუშაობს დემოკრატია. მარტივია, ვთქვა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას. ეს ძალიან მოკლედ. რატომ? იმიტომ რომ ყველასთვის ნათელია, ოლიგარქი, რომელსაც გავლენა აქვს ქვეყანაზე, ბიძინა ივანიშვილია.
მე არ ვიცი, სხვა ადამიანი, რომელსაც იგივე გავლენა აქვს როგორც მას. იქნება ეს მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე, მთავრობაზე, მედიაზე, ბიზნესზე, ფინანსური რესურსებზე, თუ სასამართლო სისტემაზე. ანუ ყველაფერზე. ერთ-ერთი მიზეზი მისი დაბრუნების შესაძლოა ნამდვილად იყოს სანქციების საკითხი. დაასანქცირო ადამიანი, რომელიც მაგალითად ქვეყნის პრეზიდენტი ხდება, ეს ბევრად უფრო რთულია. ვფიქრობ მას ასე ესმის პოლიტიკა, რომ დაიცვას საკუთარი თავი და მმართველი რეჟიმი. რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, გავლენები, ფული და ყველაფერი რაც მის გარშემოა. რადგან ესეთი ადამინები თავს თავს სახელმწიფოსთან აიგივებენ.
ვფიქრობ ყველა დემოკარტია, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი, ცდილობს შესაძლებლობის ღია ფანჯარა დატოვონ ქვეყნებისთვის. ისინი ფიქრობენ არა ბიძინა ივანიშვილზე, არამედ ხალხის მხარდაჭერაზე. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას, ვიდრე ეს ოლიგარქიული რეჟიმია. სწორედ ეს არის მთავარი იდეა, რის გამოც სტრატეგიული პარტნიორები და მათი ლიდერები არიან ყურადღებით და თავს იკავებენ მსგავსი ხისტი გადაწყვეტილებების მიღებისგან, - ამბობს რასა იუკნევიჩიენე.