ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ახალ რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩია.
აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრის, მარიკა გერსამიას თქმით, კენჭისყრის პროცედურამ კანონის ყველა დაცვით ჩაიარა და აკადემიურმა საბჭომ მხარი დაუჭირა იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე რეალური კონცეფცია წარმოადგინა.
ალექსანდრე კვიტაშვილისა და თენგიზ ურუშაძის კანდიდატურების მოხსნას მოითხოვდა არჩევნებში მონაწილე კანდიდატი, გიორგი ლილუაშვილი.
გიორგი ლილუაშვილის თქმით, რამდენადაც ალექსანდრე კვიტაშვილი არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და უკავია უნივერსიტეტში ადმინისტრაციული თანამდებობა, არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო კენჭისყარში და ყოფილიყო კანდიდატი. მისივე განმარტებით, სასამართლომ მისი სარჩელი კვიტაშვილთან მიმართებაში დააკამყოფილა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ დევდარიანმა განაცხადა, რომ კანონში შესული ცვლილების თანახმად, კვიტაშვილს ჰქონდა უფლება, მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და შესაბამისად კანონის დარღვევა საარჩევნო კომისიის მხრდან არ ყოფილა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 27-ე რექტორი, აკადემიური საბჭოს აბსოლიტურმა ურმავლესობამ, თორმეტივე წევრმა აირჩია. არჩეული რექტორის უფლებამოსილების ვადა განისაღვრება 4 წლით. არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა.