საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება უკრაინას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ, გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება იმას, რაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად არ შეგვიძლია, უახლოეს დროში ვაწარმოოთ – ეს არის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები. ამის ნაკლებობას ძალიან განვიცდით. დეკემბრის ბოლო დღეებში და ინავრის დასაწყისში რუსეთმა რაკეტებით და დრონებით განახორციელა დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობაზე, ჯამში, 500 დარტყმა.
ჩვენ შევძელით ამ დატყმების, საშუალოდ, 70 პროცენტის მოგერიება. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები. მტერთან ბრძოლა შესაძლებელია ტექნოლოგიებით, ვიდრე ჩვენ მათ არ განვდევნით ჩვენი მიწიდან და ვიდრე ომი არ დასრულდება. ამიტომ საჰაერო თავდაცვის სისტემები არის ის, რაც უპირველეს ყოვლისა გვაკლია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ახლა ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარი დრონების წარმოებას.
მან არ დააკონკრეტა უკრაინაში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა, თუმცა, დარწმუნებით თქვა, რომ უკრაინა ზრდის მათ წარმოებას.