უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა. ამის შესახებ ის Telegram-ზე წერს.
„ჩვენი საიმედო მეგობრები და პრინციპული პარტნიორები არიან ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია. შემდეგ იქნება ტალინი და რიგა, დღეს კი ვილნიუსია“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სეიმის სპიკერთან, ასევე შეხვდება პოლიტიკური ძალების, მედიასა და უკრაინული თემის წარმომადგენლებს.
განსახილველ საკითხებს შორის არის უსაფრთხოების, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისა და სხვა საკითხები.
"და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მადლიერება. უკომპრომისო მხარდაჭერისთვის უკრაინის მთელი ომის 10 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ახლა, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.