ამერიკის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ უოლტერ რიდის სამხედრო-სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, სადაც ის მკურნალობას გადის. იუწყება CNN.
ცენტრში განაცხადეს, რომ სიმსივნე დეკემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს. 22 დეკემბერს კი ოსტინს მცირე ინვაზიური ქირურგიული პროცედურა ჩაუტარდა.
5 იანვარს პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ოსტინი 1-ელ იანვარს საავადმყოფოში გადაიყვანეს გეგმიური სამედიცინო პროცედურების შემდგომი გართულებების გამო. ტელერახ NBC-ის ცნობით, ოსტინმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ოთხი დღე გაატარა. გამოცემა Politico წერდა, რომ პენტაგონს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციისათვის არ უცნობებია თავდაცვის მდივნის ჰისპიტალიზების შესახებ. თეთრ სახლში ამის შესახებ მხოლოდ 4 იანვარს შეიტყვეს.
6 იანვარს ოსტინმა განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მალე პემტაგონში დაბრუნდებოდა. „ეს იყო სამედიცინო პროცედურა, ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას ინფორმაციის გასაჯაროვების გადაწყვეტილების შესახებ“, - აღნიშნა ოსტინმა. პენტაგონის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ლოიდ ოსტინი თავისი მოვალეობის შესრულებას 5 იანვრის საღამოს დაუბრუნდა.
8 იანვარს პენტაგონში განაცხადეს, რომ თადაცვის მდივანი ამ დრომდე უოლტერ რიდის ცენტრში იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და თავისი მოვალეობის შესრულებას სრული დატვირთვით უკვე შეუდგა.