აშშ-ის ყოფილის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, პრეზიდენტებს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ მან ვაშინგტონის სასამართლოში იმუნიტეტის საქმეზე მოსმენის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მას არაფერი დაუშავებია. მისივე თქმით, პრეზიდენტებს უნდა ჰქონდეთ იმუნიტეტი.
ტრამპის თქმით, მისი საქმე თუ გაგრძელდება, პოტენციურად შესაძლებელი იქნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დევნაც განხორციელდეს, როგორც კი ის თანამდებობას დატოვებს.
„დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებთ. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი. მე არაფერი დამიშავებია. თუ არ მივიღებ იმუნიტეტს, მაშინ თაღლითი ჯო ბაიდენიც არ მიიღებს", - აღნიშნა ტრამპმა.
ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლო დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის ბრალდებებისგან იმუნიტეტის საკითხს განიხილავს. ტრამპისუფლებადამცველები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ სააპელაციო სასამართლო, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დაცული უნდა იყოს იმ ბრალდებებისგან, რომლის მიხედვითაც, ის უკანონოდ ცდილობდა 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებას.