ის, რომ ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო, რაღაც ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი ძალიან აქტიურია და უყვარს თავისი ქვეყანა.
„ის რომ ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო, პლუს ჩვენი საპატიო თავმჯდომარის პოზიციით ხომ, რაღაც ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს?
ძალიან აქტიურია, უყვარს ეს ქვეყანა და შესაბამისად, გადაწყდა შეჯერებულად, რომ ამ პოზიციიდან, მას ჰქონდეს უფლებამოსილება - პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს პოლიტსაბჭოს და შემდეგ, თავმჯდომარის ხელმოწერით წარედგინოს პარლამენტს. ამის საჭიროება იყო ასე და ასე გადავწყვიტეთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ქართული ოცნების ახალი წესდების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარადგენს.