დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია! სამწუხაროდ არ მეგონა , კოვიდის შემდეგ რომ საჭირო გახდებოდა "მედ-გიდის" კვლავ დაბრუნება, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ ვთვლი რომ აქტიურად ჩავერთოთ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ, - ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.
სოფო ჯაფარიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა ისევ გაუმართავია დაისევ სრულიად მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას.
„დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია! ქვეყნის ათასობით მოქალაქე იმყოფება საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ გაუმკლავდნენ ამ რთულ გამოწვევას. ჯანდაცვის სისტემა ისევ გაუმართავია, ისევ სრულიად მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას!
სამწუხაროდ არ მეგონა , კოვიდის შემდეგ რომ საჭირო გახდებოდა "მედ-გიდის" კვლავ დაბრუნება, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ ვთვლი რომ აქტიურად ჩავერთოთ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ.
მინდა შეგახსენოთ, მაშინ როცა ხელისუფლებამ კოვიდ 19-ის პირისპირ დატოვა მოსახლეობა, მაშინ როდესაც ჩვენი მოქალაქეები სრულიად უიმედოდ ითხოვდნენ შველას ,ჩვენი გუნდი, საკუთარი ძალებით, 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებდა რომ ქვეყნის ათასობით მოქალაქის სიცოცხლე გადაერჩინა, სწორედ მაშინ, ქართველმა ექიმებმა აჩვენეს აქამდე არნახული სოლიდარობის და ერთიანობის მაგალითი,მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ მადლობა.
მე თქვენ ერთხელ დაგპირდით და კიდევ გეტყვით, ყოველთვის ვიქნები იქ, ჩემს ძალიან მაგარ გუნდთან ერთად, სადაც თქვენ დაგჭირდებათ! არასოდეს მიგატოვებთ! არც ერთ თქვენგანს!
გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ქვეყანას ექნება ევროპული ჯანდაცვის სისტემა, სადაც მედ გიდი აღარასოდეს გახდება საჭირო, მედ გიდი დარჩება ლეგენდად, თუ როგორ შეიძლებოდა 17 კაციან გუნდს ყველაზე დიდი კრიზისის დროს ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია შეესრულებინა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა! ეს ჩვენი გმირი ექიმების დამსახურებაა! კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ მადლობა მათ!
ასე რომ, „მედ-გიდი“ ისევ თქვენს სამსახურშია. ჩვენი, საქართველოში წამყვანი ექიმები გაგიწევენ სრულიად უფასო ონლაინ კონსულტაციებს. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ყალბი ე.წ. ექაუნთი შეიქმნა, შემოდით ჩემს გვერდზე, სადაც გაზიარებული მაქვს ახალი ჯგუფი.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.