დღეს, 27 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდება.
თსუ-ის საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში 6 კანდიდატი _ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი, გიორგი ჭინჭარაული, ნიკოლოზ ლელუაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი და თეიმურაზ ურუშაძე გაატარა. აქედან ერთმა გიორგი ჭინჭარაულმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
თსუ-ის რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრები უკვე გამართეს და მათ სამოქმედო გეგმა გააცნეს.
თსუ-ის ახალ რექტორს აკადემიური საბჭოს 12 წევრი აირჩევს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობას - 7 ხმას მიიღებს.
არჩეული რექტორის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს ყოფილმა რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა 13 აგვისტოს დატოვა. მან ამის შესახებ განცხადებით აკადემიურ საბჭოს მიმართა. ხუბუას თანამდებობიდან წასვლას წინ უძღოდა თსუ-ს ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებული სკანდალი, რომლის გამოც სამართალდამცველებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი და რამდენიმე პირი დააკავეს.