ისნის რაიონში მდებარე ბაღდადის ქუჩას ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის სახელი ეწოდება.
აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საკრებულოს უკვე მიმართა.
საკრებულოს დეპუტატები აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწვეტილებას დღეს მიიღებენ.
"საქართველომ დიდი მეგობარი დაკარგა. სამწუხაროთ ჩვენს ქვეყნას ასეთი ერთგული მეგობრები ბევი არ ჰყავს. ამიტომ ბაღდადის ქუჩას დაერქმევა რიჩარ ჰოლბრუკის სახელი. ეს არის ის მცირედი, რის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია", - აღნიშნა საკრებულოს სიმბოლიკისა და სახელდების კომისიის თავმჯდომარემ ლაშა იმედაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი რამდენიმე დღი წინ გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის განსაკუთრებული მხარდამჭრი იყო.
მასალის გამოყენების პირობები