დღეს რომ ახსნას და გამართლების ძებნას იწყებ სტალინის ქართულ ეკლესიაში გამოჩენის, ეს ამბავი არ გაბრაზებს, განმარტებების გაუგონარ ლაბირინთში იხლართები და თან იქით ილანძღები უბრალოდ ბნელი და უტიფარი ხარ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
„მთელი შეგნებული ცხოვრება განსხვავებულების დაცვას შევალიე, განსხვავებული აზრების, განსხვავებული ხედვების, განსხვავებული მრწამსის … დღესაც მზად ვარ გავაგრძელო ეს გზა და რამდენადაც შევძლებ დავეხმარო ყველას ვისაც მხოლოდ იმიტომ ჩაგრავენ, აბულინგებენ, რიყავენ რომ უმრავლესობის ხედვებში არ აწერება.
და მიუხედვად ამისა მეც მაქვს ჩემი წითელი ხაზი, რომლის იქითაც უბრალოდ სიბნელე და წყვდიადია.
არც კამათს ვაპირებ, არც დისკუსიას…
დღეს რომ ახსნას და გამართლების ძებნას იწყებ სტალინის ქართულ ეკლესიაში გამოჩენის, ეს ამბავი არ გაბრაზებს, განმარტებების გაუგონარ ლაბირინთში იხლართები და თან იქით ილანძღები უბრალოდ ბნელი და უტიფარი ხარ, არც ეკლესია წარმოადგენს შენთვის რამე ღირებულს, არც რწმენა, არც სამშობლო გაღელვებს და არც იმ უდანაშაულო მილიონების მსხვერპლი და რანაირი ქრისტიანი ან მორწმუნე ხარ.
ქრისტიანობა მოდა არ არის, ეკლესიაში ყველაზე ლამაზი კელაპტრით სელფებს იღებდე.
#ფარისევლობაკლავს“, - წერს თინა ხიდშელი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
ამის შემდეგ ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა.