შარლ მიშელი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მან შესაძლოა, ვადაზე ადრე დატოვოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა. იუწყება The Guardian
მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას გეგმავს, რადგან ევროპარლამენტის არჩევენებში კენჭისყრას აპირებს. მისმა განცხადებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, რადგან ევროკავშირის ლიდერები შიშობენ, რომ აღმოჩნდებიან დიდი ზეწოლის ქვეშ, მიშელის შემცვლელზე შეთანხებასთან დკავშირებით 1-ელ ივლისამდე, როდესაც უნგრეთი როტაციით საბჭოს თავმჯდომარეობას 6 თვით გადაიბარებს.
ევროკავშირის წესების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ევროპულ საბჭოს მუდმივი პრეზიდენტი არ ჰყავს, აღნიშნული თანამდებობა დროებით გადაეცემა იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს როტაციის საფუძველზე სათავეში ჩაუდგება.
„არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რათა თავიდან ავიცილოთ ვიქტორ ორბანი {მისი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შესაძლებლობა}, თუ ამისი პოლიტიკური ნება იქნება. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიღებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილება კი ივლისში იქნება. ამიტომ საბჭოსთვის მარტივია გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზირება, რომ ჩემი შემცვლელი დაიკავებს თანამდებობას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.