უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოკო კამიკავას შეხვდა.
ზელენსკის თქმით, იაპონიის იოკო კამიკავას უკრაინაში პირველი საერთაშორისო ვიზიტი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.
ზელენსკიმ გამოხატა გულწრფელი მწუხარება იაპონიაში ბოლო დამანგრეველი მიწისძვრის ტრაგიკული შედეგების გამო.
„იაპონიის ხალხს შეუძლია, უკრაინის სახელმწიფოსა და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა იაპონიას კიევის დახმარებისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში, კერძოდ, უკრაინის ეკონომიკის პოლიტიკური, ჰუმანიტარული და გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერისთვის.
"იაპონიასთან მოლაპარაკებების დაწყება უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გადაწყვეტილი გვაქვს აქტიურად ვიმუშაოთ ამ დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერაზე", - თქვა მან.
იოკო კამიკავამ პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას.
შეგახსენებთ, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რომ იაპონია უკრაინას 37 მილიონი დოლარით დაეხმარება.