ჯალალ ედ დინის, აღა მაჰმად ხანის, ბუღა თურქის, აბულ ყასიმის და თემურ ლენგის ხატებიც არ დაგავიწყდეთ ემანდ. ეგენიც ერთობ სათნონი, სათუთნი და ქართველთ და ქრისტეს მოყვარენი იყვნენ. მარაზმი ხდება ეკლესიაში, მარაზმი და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ლავრენტი ბერიას, სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ხატებს წერენ და უახლოეს პერიოდში ვიხილავთ ალბათ ხომ სამებაში? ჯალალ ედ დინის, აღა მაჰმად ხანის, ბუღა თურქის, აბულ ყასიმის და თემურ ლენგის ხატებიც არ დაგავიწყდეთ ემანდ. ეგენიც ერთობ სათნონი, სათუთნი და ქართველთ და ქრისტეს მოყვარენი იყვნენ. მარაზმი ხდება ეკლესიაში, მარაზმი და მეტი არაფერი! კიდევ კარგი რამდენიმე პატიოსან მღვდელს ვიცნობ: მართლა ქრისტეს რომ უძღვნიან ცხოვრებას და არა ჯიპებს, ნაშებს, ბიზნესის წილებს და აგერ უკვე სტალინის ხატებს“, - წერს ალეკო ელისაშვილი.
6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, როელსიც აღნიშნავს, რომ ის ერთ-ერთია, ვინც ხატი სამებას შესწირა.