რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, მაგრამ ვიღაც ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მატრონა მოსკოველის ხატზე საუბრისას განაცხადა, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული.
"არ გავურბივართ პასუხს, ის არ არის ხატი, მოდი ასე ვთქვათ. არის რაღაც ერთ-ერთი ხატმწერის მიერ დაწერილი რაღაც პატარა გამოსახულება, რომლისთვისაც ყურადღება არავის არ მიუქცევია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი. რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, მაგრამ ვიღაც ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი" - განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა „მთავართან“ საუბარში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.