ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი შეხვდა ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ საპარლამენტო ბლოკის ხელმძღვანელს მოჰამად რაადს.
ბორელის შეხვედრა დაჯგუფების წარმომადგენელთან მიზნად ისახავდა ძალისხმევას, რათა, თავიდან იქნას აცილებული ლიბანის ჩათრევა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში.
გამოცემას ევროკავშირის წყარომ დაუდასტურა შეხვედრა, რომელიც გაიმართა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა დაბომბეს ისრაელის სამხედრო ბაზა ჰამასის ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ ბეირუთზე ისრაელის სავარაუდო თავდასხმის შემდეგ.
წყაროს ცნობით, ევროკავშირი „აწარმოებს დიპლომატიურ დიალოგს ყველა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენელთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე არსებულ ვითარებაზე ან დაინტერესებულნი არიან ამით“.
ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბორელმა თქვა: „აუცილებელია, რომ თავიდან ავიცილოთ ლიბანის ჩათრევა რეგიონულ კონფლიქტში“.