მედიის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშლმა განაცხადა, რომ შესაძლოა, პოსტი დატოვოს, რადგან ევროპარლამენტის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს.
„გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო ევროპის არჩევნებში 2024 წელს“, - თქვა მიშელმა.
შარლ მიშელის თქმით, აპირებს პოსტი ვადამდე ადრე დატოვოს და ივნისიდან შეუერთდეს ბელგიის ლიბერალურ პარტია MR - Mouvement Réformateur-ს („რეფომატულ მოძრაობას“), რათა ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
შარლ მიშელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.
„ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ევროსაბჭოს შეეძლება გაითვალისწინოს ეს და მიიღოს გადაწყვეტილება შემცვლელის შესახებ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.