მე მგონი, ყველა ხედავს, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიცია არის განადგურებული, მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩანს, რომ არანაირი სიახლის შემოთავაზება არ შეუძლიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ვერანაირად ვერ გამოდიან იმ დახურული წრიდან, სადაც უკვე წლებია, ერთი-ორი თემით არიან ჩაკეტილი და ამ ორი თემის გარშემო ტრიალებენ. ხან რუსეთს გაიძახიან, რუსეთი, სააკაშვილი არის მთელი მათი საკითხები. მომავალი არჩევნები ოქტომბერში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ოპოზიციის მხრიდან დაცლილი იქნება შინაარსისგან, რაც მეორე მხრივ ქმნის საფრთხეს. ოპოზიცია როდესაც სუსტია, თავისი სისუსტის გამო კუთხეშია მიმწყვდეულია და არ აქვს თემები, რისკი, რომ აირჩიონ რადიკალური გზა, არის მაღალი. ამას ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ამიტომ მოლოდინი არის, რომ ოპოზიცია იქნება აგრესიული, რადიკალური, ექსტრემისტული, ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, გააზრებული პოლიტიკა, ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე დაყრდნობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.