უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება დონეცკის ოლქში, პოკროვსკის რაიონზე რუსეთის სარაკეტო იერიშს, რომელსაც 11 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი ემსხვერპლა.
„ამ დრომდე გრძელდება რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია. С-300-ის ტიპის რაკეტები. ჩართულია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამაშველო ძალები და ტექნიკა. ნანგრევებისგან წმენდენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაღუპულია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები, სამწუხაროდ... ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები და მეგობრები დაკარგა.
რუსების თავდასხმა განხორციელდა ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსებზე, კერძო სახლებზე. ყველა დაშავებულს უტარდება საჭირო დახმარება.
რუსეთმა უნდა იგრძნოს, ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ ყველა ამ თავდასხმას ტერორისტული ქვეყნისთვის შედეგები მოჰყვება. ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ - ჩვენი ძალებით, ჩვენი თავდაცვითი და პოლიტიკური შესაძლებლობებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი, დაშავებულია კიდევ 8 პირი.