საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობას და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.
„ჩვენს საყვარელ სომეხ დებს და ძმებს, გილოცავთ შობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში! დღეს, როდესაც სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია აღნიშნავს შობას და ნათლისღებას, დაე, ამ დღემ აავსოს თქვენი სახლები სითბოთი და იმედით“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.