დღეს, 27 დეკემბერს, 18:00 საათზე, მედია-კლუბ " FRONTLINE GEORGIA "-ში გაიმართება დისკუსია თემაზე - მედია გამჭვირვალობა. (მის: მარი ბროსეს ქუჩა № 6)
საუბარი შეეხება მედიაში მფლობელობისა და ფინანსური გამჭვირვალეობის კავშირს გამოხატვის თავისუფლების პრობლემურ განზომილებებთან.
ვინ არის მფლობელი და საიდან შესდის ფული მედიას. ამ ინფორმაციის გასაჯაროება უწყობს თუ არა ხელს გამოხატვის თავისუფლებას.
მოდერატორი - დავით პაიჭაძე, სტუმარი - თამარ ჩერგოლეიშვილი