უკრაინაში 2024 წლის მობილიზაცია გრძელდება. უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე პირველად განიხილეს კანონპროექტი, რომელიც სამობილიზაციო ღონისძიებების გაძლიერებას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავრასარდალი ვალერი ზალუჟნი გამოვიდა იმის წინააღმდეგ, რომ შეიარაღებული ძალების რიგებში მიიღონ პირები, რომლებსაც აქვთ ნასამართლეობა ან არიან პატიმრები. ამის შესახებ იუწყება უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით.
ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ის {ზალუჟნი} არმიაში მსჯავრდებულებისა და ნასამართლევი პირების მიღების წინაღმდეგ გამოვიდა. ზალუჟნიმ თქვა: "არმია რა, ცუდი ადამიანებისთვის არის? ეს ასე არაა“.
მათი ცნობით, ზალუჟნიმ თქვა, რომ მას სჭირდება ხალხი, რადგან „რუსებმა უკვე გაიწვიეს 400 ათასი და ივნისისთვის კიდევ ამზადებენ რამდენიმე ასობით ათასს, 400 ათასამდე. „ვინ იბრძოლებს? მსოფლიოს მივმართო და ვთხოვო ხალხი, თუ თქვენ წახვალთ საომრად? ყოველი ახალწვეულისთვის 80-დღიანი სწავლება იქნება, მაგრამ მომეცით ხალხი“, - განაცხადა ზალუჟნიმ კომიტეტის სხდომაზე.
შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმრების მიღების ინიციატივით უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ოლეგ ჟდანოვი გამოვიდა.