აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რომელიც მას შტატის მასშტაბით საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს. იუწყება CNN
„კოლორადოს გადაწყვეტილება არ და ვერ იქნება სწორი“, – ამის შესახებ ტრამპის ადვოკატები სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებაში წერენ.
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კოლორადოს უზენაესი სასამართლო და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ყველაფერს აკეთებენ, რათა ამერიკელ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება წაართვან.“.
„ეს არის არჩევნებში ჩარევის არაამერიკული, არაკონსტიტუციური აქტი. ჩვენ მოვუწოდებთ მკაფიოდ და ცალსახად, გაუქმდეს კოლორადოს უზენაესი სასამართლოს არასწორი გადაწყვეტილება და მოვითხოვთ ნოემბერში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები,“- ნათქვამია განცხადებაში.
დონალდ ტრამპს აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა 20 დეკემბერს აუკრძალა. კოლორადოს შემდეგ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა. ორივე შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე მიიღო.