აშშ ვერ ხედავს რაიმე ნიშანს, რომ ირანში მომხდარი აფეთქებების უკან ისრაელი დგას, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ს ამ ეტაპზე არ აქვს ბევრი ინფორმაცია აფეთქებების შესახებ.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ეს ან ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი“, - განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ასეთი ტერაქტი მოხდებოდა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ვერ ხედავენ მიზეზს ისრაელზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
„უპირველეს ყოვლისა, შეერთებულ შტატებს არ აქვს ამასთან კავშირი და ნებისმიერი საპირისპირო ვარაუდი, უბრალოდ სასაცილოა. მეორეც, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისრაელი მონაწილეობდა აფეთქებებში”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა