"2024 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოს ბედისთვის. თქვენ უნდა გქონდეთ ჩემი იმედი და მეც მაქვს თქვენი იმედი", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში წერს.
ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ახალ წელს და შობას!
უზომოდ მიყვარხართ, თქვენმა სიყვარულმა ჩამომიყვანა აქ. 2024 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოს ბედისთვის. თქვენ უნდა გქონდეთ ჩემი იმედი და მეც მაქვს თქვენი იმედი. თქვენ უნდა ბოლომდე ირწმუნოთ საკუთარი ძალები და ეს რწმენა, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვიტანა გამარჯვება ევროპის საკითხში, 2024-ში საბოლოოდ გაგვამარჯვებინებს.
მიყვარხართ!, - წერს მიხეილ სააკაშვილი.