ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მორიგჯერ დამაჯერებელ გამარჯვებას დავდებთ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტისა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისთვის.
"42 000-ზე მეტ ადამიანს, ვინც „ქართული ოცნების“ წევრად ირიცხება, ჩვენს პარტიულ აქტივს, ასევე 100 ათასობით მხარდამჭერს მინდა, მივულოცო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ჩვენ ამის გამო დღეს ძალიან სასიხარულო, მე-7 ყრილობა გვქონდა. ახალი წელიც ასე წარმატებით დავასრულეთ, შევაჯამეთ როგორც ეკონომიკური პარამეტრები, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გამარჯვება ევროკავშირის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ იმ პოლიტიკურ გამოწვევებზე, რომელიც 2022, 2023 წელს ჰქონდა ჩვენს სახელმწიფოს, მმართველ გუნდს.
ჩვენ იანვრიდან გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ივნისი-ივლისის თვიდან ჩვენს საარჩევნო შტაბებთან ერთად აქტიური საარჩევნო და პოლიტიკური კამპანია გავშალოთ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მორიგჯერ დამაჯერებელ გამარჯვებას დავდებთ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.