ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება “ქართულ ოცნებაში” ბევრისთვის შავი დღეა, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ბესელია ამბობს, რომ ყრილობაზე ამ გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ, ბევერ სახე გაეყინა.
მას განცდა ჰქონდა, რომ ძალაუფლებას კარგავდა. ახლა რაღაც პარალელები გამიჩნდა, რომ ახსენა გახარია, თუმცა არ მგონია, მარტო ეს იყოს პრობლემა. შიგნით ვითარება გაცილებით მწვავეა და მართვის პულტი სადღაც არის დაკარგული და მას იმ ფრაზებს შორის შუალედში, რომელსაც მე კარგად ვიცნობ და ბევრი რამ ამოვიკითხე, იქ იგრძნობოდა ძალიან ღია უკმაყოფილება საკუთარი პარტიის ლიდერების მიმართ. შემთხვევით არ ახსენებდა სიტყვებს კორუფცია, რამდენჯერმე თქვა, რომ მან ეს უნდა დააბალანსონ, ეს საფრთხეები, ცდუნებები, რომლებიც ახლავს ჭარბ ძალაუფლებას. ეს იყო საკმარისზე მეტი, რომლითაც ძალიან ბევრს სახე გაეყინა. სხვათა შორის, სხვებს ვაკვირდებოდი და არა მას ამ გამოსვლის დროს და მენიშნა, კარგად თუ დააკვირდებით თქვენც ნახავთ, ვის აქვს შეშფოთებული სახე, რადგან კორუფციამ ძალიან შორს გაიდგა ფესვები. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე მოვდიოდი პარტიიდან, მაშინაც ვუთხარი, რომ ძალიან დიდი სქემა მუშაობდა კორუფციული სისტემის და ამისთვის უნდა მიეხედათ დროულად და ახლა კიდევ უფრო შორს, გაცილებით სხვა მასშტაბებს მიაღწია კორუფციამ და მან ეს იცის, რა თქმა უნდა. ამიტომ ბევრისთვის მისი დაბრუნება არის შავი დღე", - აღნიშნა ბესელიამ.