ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში. ხალხს ევროპა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა! მოვიგებთ მთავარ ბრძოლას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს! - წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ძლაუფლების დაკარგვის შიშით დაბრუნდა.
"2018 წელს, ხალხმა გაიმარჯვა და ივანიშვილი "დაბრუნდა", ცრემლად დაიღვარა და ხალხს აყვავებას დაპირდა, თავისი გაინაღდა და "წავედიო", კატასტროფა თუ არ მოხდა, მე აღარ დავბრუნდებიო და აგერ მისთვის კატასტროფა - ხალხმა გაიმარჯვა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთი დიდი მარცხის შემდეგ, გამოძვრა სოროდან და ისევ ძალაუფლების დაკარგვის შიშით "შემობრუნდა". ჩვენმა სწორმა მუშაობამ, ხალხის აქტიურობამ და სააკაშვილის პროცესებში ჩართვამ, რუსული პარტია სრულად ჩამოშალა. რა გაუკეთებია 11 წელიწადში, კიდევ რომ აძლევს თავს უფლებას მხარდაჭერა მოითხოვოს ?!" - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.