"ოცნებაში" ახლა ყველას ეშინია, ვის დაეტაკება და ვის შეჭამს {ბიძინა ივანიშვილი}, არ იციან, სინამდვილეში გულში ყველა ტირის - ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილს უნდა დააბრუნოს იმ ჩარჩოებში პარტია, რა ჩარჩოებიც განუსაზღვრა.
ყველასთვის შოკია, რადგან სანამ ბიძინა ღმერთი იყო და მარტო ლოცვა იყო საკმარისი მასზე და მანტრების შესრულება ყველა კომფორტულად იყო, რადგან თავის ჭიას ახარებდნენ რა. ახლა ბიძინა რომ თამაშში შემოვიდა, ბიძინას ამბავი ხომ იციან. არ იციან, ვის შეჭამს. ახლა მისი ტაქტიკა იქნება ასეთი, ერთი-ორი კაცი აუცილებლად უნდა შეჭამოს სისტემის შიგნით და დააკვირდეს სხვებს. ანუ, ფაქტობრივად, სისტემა, რომელიც ასე რომ ვთქვათ, საკუთარ ინტერესებზე არის ორიენტირებული, გარდა საერთო ინტერესისა, ახლა ისევ უნდა დააბრუნოს იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებიც განუსაზღვრა, ყველას თავისი ბოსტანი განუსაზღვრა. ამათმა თავისი ბოსტნის გაფართოება დაიწყეს. ახლა ყველას ეშინია, ვის დაეტაკება არ იციან და ვისაც დაეტაკება რომ შეჭამს ხომ იციან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კბილების ჭრიალით, მაგრამ ისევ აგრძელებენ, აუ, ბიძინა და როგორ გაუხარდათ, სინამდვილეში გულში ყველა ტირის", - აღნიშნა ხუხაშვილმა.