თქვენ რასაც არაფორმალურ მმართველობას ეძახით, რეალურად ეს არის რჩევების მიცემა, - ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით.
„ეს კონსულტაციები, რჩევები ისეთი პერმანენტული ხასიათის ვერ იქნებოდა და ჩართულობის ხარისხის ისეთი ვერ იქნებოდა, რასაც ის ძალიან თავისუფლად მოახერხებს საპატიო თავმჯდომარის ამპულაში. ეს ძალიან ბუნებრივი ამბავია. სად პოლიტიკიდან დისტანცირებული ადამიანის მიერ რჩევების მიცემა 2-3 ადამიანისთვის და სად მისი უშუალო ჩართულობით კონსულტაციების გამართვა - აბსოლუტურად განსხვავებული ხარისხის იქნება.
თქვენ რასაც არაფორმალურ მმართველობას ეძახით, რეალურად ეს არის რჩევების მიცემა. არასწორი შეფასებაა აბსოლუტურად. თუ ერთ მოვლენას მეორე სახელს დავარქმევთ, ეს იქნება მოსახლეობის აბსოლუტურ შეცდომაში შეყვანა და ამის მცდელობა. რეალურად, ის რამდენიმე ადამიანს, პარტიის ლიდერებს აძლევდა რჩევებს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე და ბუნებრივია, ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე თქვა, რომ პოლიტიკიდან ჩამოშორების შედგომ პერიოდში ის პარტიის 2-3 ლიდერთან კონსულტაციებს მართავდა.