ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ივანიშვილი არც არსად წასულა, ყოველთვის იყო ოცნებასთან და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში უდიდეს გავლენას ახდენდა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა დეოლიგარქიზაცია საქართველოს მომავალი ევროინტეგრაციის საკითხში.
“ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაართულებს დეოლიგარქიზაციის ამოცანას და ბევრად უფრო ნათელს გახდის ოლიგარქიულ ზეგავლენას ქართული პოლიტიკაზე, უფრო კონკრეტულად კი მმართველ პარტიაზე.
დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისთვისა და ამომრჩევლისთვის, ვისაც სურს ამ ქვეყანაში პროგრესი, არაფერი სიახლე არ ხდება და ამოცანები არ იცვლება. მთავარია, რომ ჩვენ შევცვალოთ ეს ხელისუფლება და შემდეგ ივანიშვილს შეუძლია, რომ წარმატებით იყოს ოპოზიციის ლიდერი”- განაცხადა გიგი წერეთელმა.