ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ არჩევნებისთვის საზოგადოება იყოს იმდენად კონსოლიდირებული, რომ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ერთი მხრივ, ხედავდით, იყო მცდელობები, იქნებ რამენაირად ბარიერი დაწეულიყო, რათა საერთოდ შანსი ჰქონოდათ პარლამენტში შესვლის. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება შედეგებისთვის არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ვინაიდან ოპოზიცია არის აბსოლუტურად მარცხის ზოლზე, არის რისკები, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდეს სხვა მეთოდების გამოყენებას. მათ შორის უკვე აქედანვე ხედავთ, არის მცდელობა მომავალი არჩევნების დისკრედიტირების. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს, რომ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი. ასე რომ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, მომავალი წლის ამ დროს, როდესაც არჩევნები ჩავლილი იქნება, ქართულმა საზოგადოებამ ისევე წარმატებით და ოპტიმისტურად აღნიშნოს ახალი წელი, როგორც ამ ახალ წელს აღვნიშნავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.