უკრაინის ქალაქებზე ეს მასირებული თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი არაფრის წინაშე გაჩერდება,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი სოციალურ ქსელში წერს.
რომ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას.
ამის შესახებ განცხადება რიში სუნაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„უკრაინის ქალაქებზე ეს მასირებული თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი არაფრის წინაშე გაჩერდება, ვიდრე არ მიაღწევს მიზანს ამოძირკვოს თავისუფლება და დემოკრატია. ჩვენ მას გამარჯვების უფლებას არ მივცემთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
შეგახსენებთ, რუსეთმა მასირებული დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ 29 დეკემბერს, დილით განახორციელა. ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ მოექცა უკრაინის დედაქალაქი, ლვოვის, დნიპროპეტროვსკის, ოდესის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები.
მტერმა იერიში მიიტანა საცხოვრებელ კორპუსებზე, სამშობიაროზე, სავაჭრო ცენტრზე და სხვა სამოქალაქო ობიექტებზე.
დაიღუპა 18 და დაშავდა 132 ადამიანი.